Home
Category
TV Live Menu
Loading data...

„თეგეტა ჰოლდინგმა“ ობლიგაციები განათავსა

BM.GE
04.05.23 15:14
123
„თეგეტა ჰოლდინგმა” „გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით, 30 მილიონი დოლარის ეკვივალენტი ობლიგაციების პირველი ტრანში - 20 მილიონი დოლარისა და 5 მილიონი ევროს ღირებულების 2 წლიანი ობლიგაციები წარმატებით განათავსა. დოლარში დენომინირებულ ობლიგაციებზე წლიური სარგებელი 8.5%-ია, ხოლო ევროში დენომინირებულ ობლიგაციებზე 7 %-ი. ეს არის ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანიის მიერ უცხოურ ვალუტაში განხორციელებული პირველი საჯარო ემისია, რომელში ინვესტიციაც ფიზიკური პირებისთვისაც ხელმისაწვდომია. აღსანიშნია, რომ ინვესტორების მხრიდან დაინტერესება საკმაოდ მაღალია. მიმდინარე მდგომარეობით ობლიგაციები უკვე შეძენილი აქვს 150-მდე ქართველ და უცხოელ ფიზიკურ პირს, რაც ინვესტორთა ბაზის მაღალ დივერსიფიკაციაზე მიუთითებს.

Subscribe to our news

Get the main news of the day