ევროპული სარეიტინგო კომპანია SCOPE-ის შეფასებით, „თეგეტა მოტორსის“ რეიტინგი BB- კატეგორიით და სტაბილური ხედვით შეფასდა (Outlook Stable). კომპანიის მაღალი საკრედიტო რეიტინგი განისაზღვრა ჯანსაღი ფინანსური რისკის პროფილით (BB), მაღალი ოპერაციული ეფექტიანობით (BB-) და დაბალი ბიზნეს რისკის მიმართულებით (BB-). ევროპული სარეიტინგო კომპანია „თეგეტა მოტორსს“ ბაზრის ლიდერად აფასებს, რაც გამყარებულია ჯგუფის ძლიერი პოზიციებით როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონალურ ბაზარზე. „თეგეტამ“ ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალეობის ჯილდო მიიღო. „თეგეტა მოტორსი“ პირველი კომპანია ავტოინდუსტრიის სფეროდან კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც გავლენიანი სარეიტინგო კომპანია Fitch-ის რეიტინგი 2017 წელს მოიპოვა და 2019 წელს კომპანიამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ფინანსური პოზიცია და საკრედიტო რეიტინგშ 3 საფეხურით დაწინაურდა.