„თეგეტა მოტორსი“ World Class Workshop 2022-ის გამარჯვებულია. „თეგეტა მოტორსს“ Groupauto International-ის გლობალური ჯილდო ოფიციალურად გადაეცა, რომელიც კომპანიას და უშუალოდ მენეჯმენტს თბილისში ჩამოსულმა Group Auto International-ის სერვისების განვითარების დირექტორმა გადასცა, რომელმაც „თეგეტა აკადემიაში“ ავტოსფეროს დიგიტალიზაციის შესახებ ლექციაც ჩაატარა. აღიარება და ჯილდო თეგეტამ ცენტრალური ფილიალის საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო სერვისცენტრად აღიარებისთვის მიიღო.
World Class Workshop 2022-ში 70-ზე მეტი ქვეყნის 2 000-ამდე წევრი კომპანია მონაწილეობდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ავტოინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს მოსაპოვებლად „თეგეტას“ Groupauto International-ის 2 000-ამდე წევრი კომპანია უწევდა კონკურენციას. ამის მიუხედავად, ქართულმა კომპანიამ საუკეთესოს ტიტულის მოპოვება შეძლო. ჯილდო „თეგეტა მოტორსის“ სატვირთო მიმართულების ცენტრალურ ფილიალს გადაეცა. დაჯილდოება, სახელწოდებით World Class Workshop 2022, მსოფლიოს უმსხვილესი სადისტრიბუციო ქსელის, Groupauto International-ის ორგანიზებით გაიმართა. კონკურსში საერთაშორისო ქსელში ჩართული 70 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. გამარჯვებულები მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების მიმართულებით დასახელდნენ.
სტუმარი: მიხეილ ვაშაკიძე - „თეგეტა მოტორსის“ სატვირთო ავტომობილების მიმართულების ხელმძღვანელი;