Home
Category
TV Live Menu

"თელასი" 5000 ლარით დაჯარიმდა

5837177ab53d0
BM.GE
24.11.16 20:34
1110
სს „თელასი“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 5000 ლარით დაჯარიმდა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) აღნიშნული გადაწყვეტილება 24 ნოემბრის საჯარო სხდომაზე მიიღო. საქმე ეხება მოქალაქე იზოლდა დანგაძესა და კომპანიას შორის არსებულ დავას, სადაც გამოიკვეთა რომ სს "თელასმა" "ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესებით“ განსაზღვრულ ვადებში ვერ უზრუნველყო აბონენტის საკუთრებაში არსებული ელექტროენერგიის წარმოების წყაროს ქსელზე მიერთებისათვის საჭირო ტექნიკური სამუშაოების შესრულება.

Subscribe to our news

Get the main news of the day