Home
Category
TV Live Menu

"თელასი" ტარიფების გადახედვას ითხოვს

5993fdf949e8d
BM.GE
16.08.17 12:08
911
"თელასი" ტარიფების გადახედვას ითხოვს. შესაბამისი განაცხადით კომპანიამ სემეკ-ს მიმართა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია საკითხზე 18 აგვისტოს იმსჯელებს. საუბარია სს „თელასისთვის“ ელექტროენერგიის განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფების დადგენაზე.

"საქმის კურსს" "თელასში" განუმარტეს, საუბარია ტარიფების ყოველწლიურ გეგმიურ გადახედვაზე. კომპანიაში აცხადებენ, რომ ისინი ტარიფების არც გაზრდას და არც შემცირებას ითხოვენ და ამაზე გადაწყვეტილებას სემეკი მიიღებს.

სემეკმა თელასის ტარიფებს ბოლოს გასული წლის დეკემბერში გადახედა.

კომისიის გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის ტარიფი თელასის კომერციული მომხმარებლისთვის გაძვირდა, საუბარია აბონენტებზე, რომელსაც კომპანია თელასი ემსახურება.

კერძოდ, 110-35კვ 0,446 თეთრით გაიზარდა და 12,324 თეთრი შეადგინა. ხოლო, 10-6-3,3 კვ/სთ შემთხვევაში 0,035-იანი ზრდა დაფიქსირდა და 12,981 თეთრი შეადგინა.

ამასთან, უცვლელი დარჩა მოსახლეობის სამომხმარებლო ტარიფი.

Subscribe to our news

Get the main news of the day