Home
Category
TV Live Menu

თელავის აეროპორტიდან კერძო ფრენებზე დაბალი მოთხოვნა ფიქსირდება

57cfdec8cb118
სალომე მეცხვარიშვილი
07.09.16 17:20
1108
თელავის აეროპორტიდან "მიმინო“ კერძო ფრენებზე დაბალი მოთხოვნა ფიქსირდება. ამ ეტაპისთვის აეროპორტი ძირითადად სასწავლო ფრენებზეა ორიენტირებული, რომელსაც საავიაციო უნივერსიტეტი ახორციელებს. როგორც საავიაციო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე გიორგი ინასარიძემ "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, აეროპორტის გახსნიდან დღემდე კერძო შეკვეთით დაახლოებით 10 ფრენა შესრულდა, მაგალითად, ნატახტრიდან და ქუთაისიდან.

ინასარიძე ფიქრობს, რომ დაბალი მოთხოვნის მიზეზი, ერთი მხრივ, დაბალი ცნობადობაა, მეორე მხრივ კი, მიზეზი ისაა, რომ ზოგადად ავიაცია ძვირადღირებული სფეროა. გიორგი ინასარიძე აცხადებს, რომ თუ ავიაკომპანიების მხრიდან ფრენების შესრულების სურვილი იქნება, „მიმინო“ თანამშრომლობისთვის მზადაა. საავიაციო უნივერსიტეტის თელავის აეროპორტი „მიმინო“ მიმდინარე წლის აპრილში გაიხსნა. საავიაციო უნივერსიტეტს მფლობელობაში აქვს Piper Seneca, Cessna 152 და A-22-ის ტიპის საჰაერო ხომალდები. თელავის აეროპორტი აღჭურვილია თანამედროვე სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და საჰაერო ხომალდებით. ფუნქციონირებს თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურების საწარმო, სანავიგაციო კოშკურა, აეროვაგზლის შენობა მგზავრებისათვის და საერთო საცხოვრებელი პილოტ-ინსტრუქტორებისა და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალისთვის.

Subscribe to our news

Get the main news of the day