Home
Category
TV Live Menu

თელავს მიწათსარგებლობისა და განაშენიანების რეგულირების გეგმა ექნება

595de9d754e74
BM.GE
06.07.17 11:40
840
მთავრობა ქალაქ თელავის მიწათსარგებლობისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის შემუშავებას იწყებს, - როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, 4-პუნქტიანი გეგმის სივრცითი მოწყობის ფარგლებში, სივრცითი დაგეგმარება არაერთ ქალაქსა და მნიშვნელოვან დასახლებულ პუნქტში დაიწყო.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტურისტების მატებასთან ერთად, იზრდება მშენებლობები. მოგეხსენებათ, თელავი არის უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის კერა და ასევე ტურისტული მიმართულება. ჩვენ გვინდა, უმოკლეს ვადაში მომზადდეს პროფესიონალურად სივრცითი დაგეგმარების პროექტი, რათა არ მოხდეს სტიქიური განვითარება და ჩვენ ერთი მხრივ შევინარჩუნოთ კულტურული მემკვიდრეობა და იერსახე და მეორე მხრივ, შევქმნათ გეგმაზომიერი განვითარების მიმართულება, რომელიც მომავალში დაცული იქნება. ამიტომ ეს პროექტი უაღრესად მნიშვნელოვანია", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day