Home
Category
TV Live Menu

თელავში სასტუმრო Holiday Inn გაიხსნება

592e801c281af
BM.GE
31.05.17 12:34
1076
თელავში სასტუმრო Holiday Inn-ის ასაშენებლად, 15 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

სასტუმროს გახსნა 2018 წლის ზაფხულში იგეგმება. პროექტის ფარგლებში 90%-ით ადგილობრივი მუშახელი დასაქმდება, სასტუმროს გახსნამდე კი მათი გადამზადება იგეგმება.

სასტუმრო 85 ნომრიანი იქნება და მასში განთავსდება როგორც ღია ასევე დახურული საცურაო აუზი, საკონფერენციო დარბაზი, პროექტს შპს თელავი ახორციელებს.

პროექტი „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით და თიბისი ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის მხარდამჭერია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიც.

Subscribe to our news

Get the main news of the day