დონალდ ტრამპის ოფიციალური ინაუგურაციის შემდეგ ბრიტანული გამოცემა Telegraph სტატიას აქვეყნებს, სადაც ქვეყნიდან ემიგრაციის მსურველ ამერიკელებს, სხვადასხვა ქვეყნებს სთავაზობს. 15 ქვეყანას შორის მოხვდა საქართველოც. კერძოდ, გამოცემა საქართველოში ემიგრაციას კალიფორნიის შტატის მცხოვრებლებს ურჩევს.
"საქართველო ქვეყანაა და არა შტატი, - განსაკუთრებით გირჩევთ კახეთს, - რეგიონი, რომელიც ტრადიციული ღვინის და საკვების კერად ითვლება. ქვეყანაში ღვინის ჩამოსხმის 8000 წლიანი ტრადიცია არსებობს და ის ნამდვილად არის „ახალი კალიფორნია"", - წერს გამოცემა.
რაც შეეხება სხვა შტატის მცხოვრებლებს, გამოცემა ნიუ-იორკის მოსახლეობას ემიგრაციას ლონდონში ურჩევს, ვაშინგტონისას - ბრიუსელში, სიეტლისას - ვენაში, ბოსტონისას - დუბლინში, ჩიკაგოსას - მანჩესტერში.