Home
Category
TV Live Menu

თემურ ჭკუასელი: ადამიანს უფლებაა, სადაც სურვილი აქვს იქ იცხოვროს, მაგრამ როდესაც ის იძულებით ტოვებს სამშობლოს, ეს ცუდია

no photo
BM.GE
08.03.16 12:34
1078
საქართველოს პარლამენტის დიასპორებისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის, ორგანიზაცია "მე დავბრუნდები"-ს და "დემოგრაფიული აღორძინების ფონდი"-ს  ინიციატივით, 8 მარტიდან თბილისში წარმატებული ემიგრანტი ქალებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება, რომელიც ოთხ დღეს გასტანს. 

როგორც “საქმიან დილასთან“ ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, პარლამენტის დიასპორების და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, თემურ ჭკუასელმა განმარტა ღონისძიების იდეის ავტორი ყოფილი ემიგრანტი - ინა ასანიძეა. 

“ღონისძიების ინიციატორი - ინა ასანიძე თავად დიდი ხნის მანძილზე მიგრაციაში გახლდათ და ასეთი იდეა მხოლოდ ასეთ ქალბატონს დაებადებოდა. წარმატებული ქალბატონები მთელი მსოფლიოდან შეირჩა. სურვილი გაცილებით მეტი იყო, მაგრამ გარკვეული კრიტერიუმების გამო 15 ქალბატონი შეირჩა, რომლებიც საქართველოში ჩამოვიდნენ. დიდი პატივი მაქვს, რომ ამ ქალბატონებს სამშობლოსთან ერთად შევხვდე. დღეს იქნება ემიგრანტი ქალბატონების ნამუშევრების გამოფენა. სხვადასხვა ღონისძიებები და შეხვედრებია დაგეგმილი. ხვალ ოფიციალური მიღებაა პარლამენტში,“ - ამბობს თემურ ჭკუასელი.

როდესაც ქვეყნის ეკონომიკა განვითარდება, მიგრაციის პროცესი შეჩერდება. იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, თუ ქორწინებას არ ჩავთვლით, სწორედ ამ პრობლემების გამო წავიდა სხვა ქვეყანაში. ადამიანს უფლება აქვს, სადაც სურვილი აქვს იქ იცხოვროს, მაგრამ როდესაც იძულებული ხდება, რომ დატოვოს ქვეყანა, ეს არის ცუდი. ამ ყველაფერს კომპლექსური მიდგომა ჭირდება. საკანონდებლო ბაზაც შესაცვლელია, რამდენიმე კანონია მისაღები. ამაზე ვმუშაობთ და შემდეგ უკვე უკუპროცესი უნდა დაიწყოს. უკვე არის შემთხვევები, როდესაც წარმატებული ქალბატონები ბრუნდებიან საქართველოში,“- განაცხადა ჭკუასელმა.
 
თავისი წარმატებების შესახებ “საქმიან დილასთან“ ღონისძიების ერთ-ერთმა მონაწილემ, ემიგრანტმა - ანა ბალამწარიშვილმა ისაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ მიგრაციაში ყოფნა საკმაოდ რთულია და ვერანაირი წარმატება ვერ ერევა იმ განცდას, რომელიც სამშობლოს მონატრებას მოაქვს.

“ემიგრაცია თავად სირთულეა. როდესაც ემიგრაციაში მიდიხარ, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ საქმე რთულად არის. ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მოვედით დღემდე. ეს საკმოდ ძნელია და საქმე ბევრ სირთულესთან გვაქვს.  უპირველესად, საზოგადოებაში ადაპტაცია უნდა მოახდინო. ენა უნდა ისწავლო, საკუთარი ადგილი დაიმკვიდრო. ამას ყველაფერს დრო, ენერგია ჭირდება. იმ საზოგადოებამ უნდა მიგიღოს, სადაც აღმოჩნდები. თუ მიგიღეს, მერე უკვე ნამდვილი ემიგრანტი ხარ. საქართველოსთან ურთიერთობა არასოდეს გამიწყვიტავს. რაც არ უნდა დიდ წარმატებას მიაღწიო, ეს ტკივილი მუდამ თან დაგყვება,“- ამბობს ანა ბალამწარიშვილი .

Subscribe to our news

Get the main news of the day