Home
Category
TV Live Menu

თემურ ჭყონია აჭარის ტურიზმის მთავარ პრობლემებს ასახელებს

59e5c45f2930e
სალომე მეცხვარიშვილი
18.10.17 09:30
719
თემურ ჭყონია აჭარის ტურიზმის მთავარ პრობლემებს ასახელებს. როგორც ბიზნესმენი "საქმის კურსთან" აცხადებს, ის, რომ ქობულეთი ამ დრომდე სათანადოდ ვერ განვითარდა, ეს როგორც სახელმწიფოს, ისე კერძო სექტორის ბრალია.

"25 წელზე მეტია რეგულარული რეისები არ არის დანიშნული თბილისი - ბათუმი, არის მხოლოს სეზონური. ტრანსპორტზეც ხომ გითხარით, თქვენ ხუმრობაში გადაგაქვთ ეს თემა, მაგრამ ეს არის კატასტროფა. ჩვენ მიჩვეულები ვართ ამას და ამაზე ხმას არ ვიღებთ. მაგრამ უცხოელებისთვის ეს არის სტრესი.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა რაც არსებობს, დასუფთავება იქნება თუ სანაპიროს მოვლა, არ ხდება სამწუხაროდ. ზღვას იცით როგორ უყურებენ? ზღვა ყველაფერს იტანს...ეს არის ბარბაროსული დამოკიდებულება იმ სიმდიდრის, რაც ჩვენ გაგვაჩნია.

ბიზნესმენი კი რას ფიქრობს - თუ მიმოსვლა არ არის, თუ ტრანსპორტი არ არის, თუ სახელმწიფო... სახელმწიფომ უნდა განავითაროს ეს ყველაფერი, ბიზნესმენს ხელი უნდა შეუწყოს და აიძულოს, კარგი გაგებით, რომ ჩვენ გვაქვს პროექტი აქ და აქ ჩადე ფული",-აცხადებს ჭყონია.

Subscribe to our news

Get the main news of the day