Home
Category
TV Live Menu

თემურ ჭყონია ახალ სამთავროვბო ქალაქზე: "თუ ბიუჯეტში არსებობს ამის თანხა, ამაში ცუდი არაფერია"

58db835c01994
BM.GE
29.03.17 14:30
1499
ბიზნესმენი თემურ ჭყონია სამთავარობო ქალაქის მშენებლობის ინიაციტივას ეხმაურება. მისი თქმით, თუ ბიუჯეტში ამ ტიპის მშენებლობისთვის საკმარისი თანხები არსებობს, მაშინ მშენებლობის დაწყება შესაძლებელია, თუმცა, მთავრობას პრიორიტეტები უნდა გააჩნდეს და ეს პროექტიც პრიოტეტების რიგში უნდა ჩაგდეს.

"ალბათ, უფრო მეტი ინფორმაცია აქვს პრემიერ-მინისტრს ვიდრე მე. სამთავრობო ქალაქი ბევრ ქვეყნაში არსებობს. თუ ბიუჯეტში არსებობს ამის თანხა ამაში ცუდი არაფერია. ჩემი მოსაზრება ასეთია: შეიძლება ეს პროექტი აუცილებელია, მაგრამ რაღაც პრიორიტეთა რიგებში უნდა ჩადგეს",- აცხადებს თემურ ჭყონია.

Subscribe to our news

Get the main news of the day