Home
Category
TV Live Menu

თემურ ჭყონია: ეკონომიკურ ატაშეებს გეგმები უნდა დაუწესდეთ, ვინც ვერ მოიტანს ინვესტიციას, უნდა წავიდეს

58a695ec0e2e9
სალომე მეცხვარიშვილი
17.02.17 15:03
987
ბიზნესმენ თემურ ჭყონიას ეკონომიკური ატაშეების ინსტიტუტი მოსწონს, თუმცა, მიიჩნევს, რომ მათ ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით გარკვეული გეგმები უნდა დაუწესდეთ. ის მოხელე კი, რომელიც გეგმას ვერ შეასრულებს, უნდა გათავისუფლდეს.

"უნდა იყოს გეგმა, რომ ამ წელიწადს, მე, თემურ ჭყონია, ატაშე, მოვიტან საქართველოში 200 მილიონის ინვესტიციას. თუ არ მოვიტან, მივდივარ. ის, რომ მე ვცდილობ, ჯამაგირს ვიღებ და არაფერი გამომდის, ეს არასწორია",- აცხადებს ჭყონია.

Subscribe to our news

Get the main news of the day