ბიზნესმენი თემურ ჭყონია "კასტელში" საკუთარი წილის გაყიდვასთან დაკავშირებით პირველ სატელევიზიო კომენტარს "საქმის კურსთან" აკეთებს. მისი თქმით, ბიზნესში ახალი პარტიორების შემოყვანა ჩვეულებრივი მოვლენაა და დღევანდელ კონკურენტულ ბაზარზე ამაში გასაკვირი არაფერია.
"მე ლუდის ბიზნესში რათქმაუნდა დავრჩები, ბიზნესში პარტნიორების მოწვევა ჩვეულებრივი ფორმაა, როდესაც ბაზარზე დიდი კონკურენციაა გჭირდება ახალი ძალები , ახალი ენერგი და ახალი პარტიონერები, ამის არასდროს არ უნდა შეგეშინდეთ , ქმარს ნუ გამოიცვლით თორემ პარტნიორები რამდენიც გინდათ",-აცხადებს ბიზნესმენი .
შეგახსენებთ: კომპანიის ახალი მფლობელი სააქციო საზოგადოება "არგო" გახდა, რომლის გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი ვასილ სულხანიშვილია