Home
Category
TV Live Menu

თემურ ჭყონია: კვირიკაშვილი საქართველოს პრემიერმინისტრია, მსოფლიოს პრემიერმინისტრი კი არ არის

58a68f4d533f2
სალომე მეცხვარიშვილი
17.02.17 10:34
1099
"პრემიერმინისტრი კვირიკაშვილი საქართველოს პრემიერმინისტრია, მსოფლიოს პრემიერმინისტრი კი არ არის. აქციზი გაზარდა იმის გამო, რომ დამოკიდებულია სხვა ქვეყნებზე, თურქეთზე, რუსეთზე, სხვა ქვეყნებზე. არ შეუძლია ინტეგრირებული რომ არ იყოს", - ამის შესახებ თემურ ჭყონიამ „ბიზნესკონტრაქტთან“ სხვადასხვა პროდუქტზე აქციზის ზრდის კომენტირებისას განაცხადა.

ჭყონია თამბაქოს ბიზნესში აქტიურდება, თუმცა, მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აქციზის მატებასთან დაკავშირებით არ აპროტესტებს. ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ ალკოჰოლსა და თამბაქოზე აქციზის ზრდა გარკვეულწილად ჰუმანური ნაბიჯია, რომ მოხმარება შემცირდეს. თემურ ჭყონია ამართლებს მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე აქციზის ზრდასაც. საწვავთან დაკავშირებით კი აღნიშნავს, რომ საქართველო მსოფლიო ბაზრის ნაწილია, შესაბამისად, დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.

"სახელმწიფოს არ შეუძლია საწვავზე, რაც საერთაშორისო ფასებზეა დამოკიდებული, საქართველოში შემოიღოს ის რეგულაციები, რომლებიც შენ გჭირდება. ვერ გააკეთებს ასე",- აცხადებს ჭყონია.

Subscribe to our news

Get the main news of the day