Home
Category
TV Live Menu

თემურ ჭყონია: ლუდის აქციზის თემა კრიზისულია, ყველა გაძლებაზეა

57ac465112509
BM.GE
11.08.16 13:32
1169
შემოსავლების სამსახურის უფროსის, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი თაბუაშვილის გნცხადებით, ლუდის აქციზის განაკვეთის შემცირების წინაპირობა არ არის. ასე გამოეხმაურა რამდენიმე კვირის წინ გიორგი თაბუაშვილი "ბიზნესკონტაქტთან" საუბარში ლუდის ინდუსტრიის მოთხოვნას, რომელიც აქციზური გადასახადის 60-დან 50 თეთრამდე შემცირებას გულისხმობს.
 
თემურ ჭყონიას შეფასებით, კი დღეს საქართველოში ლუდის ინდუსტრიის ყველა წარმომადგენელი რთულ მდგომარეობაშია.

"ლუდის აქციზის საკითხი ალბათ მაშინ განიხილება, როდესაც ყველა დაიღუპება, ეხლა პანაშვიდია დაწყებული ლუდის ბიზნესში და დასაფლავების დროს ალბათ განიხილავენ“, - ასე გამოეხმაურა ჭყონია თაბუაშვილის განცხადებას. მისივე თქმით, აქციზური განაკვეთი რაც ამ დროისთვის მოქმედებს, არ შეესაბამება იმ სიდუხჭირეს, რომელიც ლუდის ბიზნესშია.

"ყველა ცუდ მდგომარეობაშია. ლუდის ბიზნესში ჯამში გადასახადი 38%-ზე მეტია სხვა გადასახადებზე. ლუდის ბიზნესის თემა არის კრიზისული. ეს არ არის მარტივი თემა, ეს კრიზისული თემაა და ყველა გაძლებაზეა. ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გადასახადი ლუდზე საქართველოშია“, - აცხადებს ჭყონია.

შეგახსენებთ, რომ ლუდზე აქციზური გადასახადი 2015 წლის 1 მარტიდან 40-დან 60 თეთრამდე გაიზარდა.

Subscribe to our news

Get the main news of the day