ჰოლდინგმა Alphabet, რომლის შემადგენლობაშიც კომპანია Google შედის, მობილური პროგრამების შესაქმნელი სერვისი Fabric შეიძინა, - აღნიშნულის შესახებ კომპანიის ბლოგში წერია.
"ჩვენ დღეს Fabric-ის ისტორიაში ახალ თავს ვიწყებთ. მოხარულები ვართ, გაცნობოთ რომ დღეს Fabric-ი Google -ის შერწყმის შეთანხმებას მოეწერა ხელი და ჩენი გუნდი კომპანია Google-ის შემქმნელებისა და განვითარების გუნდში გადავა ’’- ნათქვამია განცხადებაში.
გარიგების ღირებულება ჯერ არ ხმაურდება.
Twitter-მა სერვისის Fabric შექმნაზე 2014 წლის ოქტომბერში განაცხადა. მას შემდეგ სერვისის დეველოპერების რიცხვმა, რომელიც მის მომსახურებას იყენებენ 580 000-ს მიაღწია.