ბიზნესმენი თემურ ჭყონია "ნონსენსს" უწოდებს ყოფილი პარლამენტარების სხვადასხვა უწყებაში დასაქმების ტენდენციას. ამის შესახებ მან "ბიზნესკონტრაქტთან" საუბრისას განაცხადა.
ბიზნესმენს ეს ტრენდი არასწორად მიაჩნია და აცხადებს, რომ ეს დაუსრულებელი ციკლია.
"ამით რომ მთავრდებოდეს ყოფილი პარლამენტარების დანიშნვა, კიდევ არაუშავს. 4 წლის მერე კიდევ ხომ იქნებიან ახალი პარლამენტარები? ე.ი. ჩვენ რა მოგვიწევს, რომ ყოველ 4 წელიწადში 100 საუკეთესო სამუშაო ადგილი შევქმნათ? ნონსენსია, ხომ?!",- აცხადებს ჭყონია.