Home
Category
TV Live Menu

თემურ გოჩიტაშვილი: სახელმწიფოს გაზსაცავში მინიმუმ 51%-იანი თანამონაწილეობა ექნება

58b57c84ee90d
დავით ჯალაღონია
28.02.17 17:35
1016
მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტში "სოკარის" შესაძლო მონაწილეობის საკითხი ღიად რჩება. როგორც საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის სტრატეგიული დაგეგმვისა და პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თემურ გოჩიტაშვილმა "ბიზნესკონტრაქტს" განუცხადა, "კორპორაცია ღიაა ყოველგვარი მოლაპარაკებებისთვის, მათ შორის "სოკართან".

"სოკარის" გარდა, ძალიან ბევრი შემოთავაზებებია - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, KFW-ის, ევროპის საინვესტიციო ბანკისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტებისგან, თუ კომპანიებისგან, მათ შორის რამდენიმე ჩინური კომპანიაა", - განაცხადა გოჩიტაშვილმა და დასძინა, რომ "სოკარი" არის მათ შორის, ვინც პოტენციურად გახდეს ამ პროექტის თანამონაწილე გახდეს".

მისივე განმარტებით, 51%-იანი წილი იქნება მინიმუმი, რაც სახელმწიფოს მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტში ექნება.

ამასთან, როგორც გოჩიტაშვილი განმარტავს, პროეექტის მშენებლობის ვადების დასაჩქარებლად კორპორაციის გადაწყვეტილებით, აქამდე დაგეგმილი სამფაზიანი ტენდერის ნაცვლად, რომლის პირველი ფაზა დამთავრებულია, ერთიანი ტენდერი გამოცხადდება.

"ეს მეორე და მესამე ფაზა გაერთიანდება და პირდაპირ მშენებლობის ტენდერი გამოცხადდება. ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მინიმუმ 6 თვე დავზოგოთ სატენდერო პროცედურებში და გაზსაცავი უფრო ადრე შევიყვანოთ მწყობრში, ვიდრე ეს აქამდე იყო დაგეგმილი", - აღნიშნა გოჩიტაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გაზსაცავის მშენებლობა სამგორის სამხრეთი თაღის საბადოზე იგეგმება და არსებული პროექტის მიხედვით, მასში 300 მილიონ კუბურ მეტრამდე მოცულობის ბუნებრივი გაზის შენახვა იქნება შესაძლებელი.

Subscribe to our news

Get the main news of the day