საქართველოს პარლამენტის წევრის თემურ მაისურაძის პროექტით უკრაინული ისრული გადამყვანების ქარხანა დაინტერესდა. როგორც "ბიზნესკონტაქტს" პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრმა განუცხადა, დნეპროპეტროვსკის ისრული გადამყვანების ქარხნის ხელმძღვანელობამ ამ პროექტის საკუთარ ბაზაზე დაწყების ინტერესი გამოთქვა.
თემურ მაისურაძე ქარხნის ხელმძღვანელობას ორ კვირაში შეხვდება და სავარაუდოდ, მისი პროექტის საგამოცდო ნიმუშის დანერგვის პროცესი დაწყება.
თემურ მაისურაძე ქარხნის ხელმძღვანელობას ორ კვირაში შეხვდება და სავარაუდოდ, მისი პროექტის საგამოცდო ნიმუშის დანერგვის პროცესი დაწყება.
"იმის გამო, რომ ამ ქარხანას საკუთარი პოლიგონი აქვს და ამასთან, ევროპასა და რუსეთის ბაზარზე ექსპორტიორია, სტანდარტების შემოღების საკუთარი უფლებები და ამ სტანდარტებში საკუთარი ცვლილებების შეტანის შესაძლებლობები აქვს. ჩვენი ისრული გადამყვანი როგორც რუსულ, ისე ევროპულ ბაზარზე იმუშავებს. აქედან გამომდინარე, ეს პროექტი თუ გამოვა, მსოფლიოში ახალი, კონკურენტული ისრული გადამყვანები იქნება, რომლებსაც ჩვენს გარეშე ვერავინ გამოუშვებს. ეს ქართულ-უკრაინული ეროვნული საწარმო იქნება, როგორც უკრაინაში, ისე - საქართველოში. ასეთია ჯერ-ჯერობით ჩანაფიქრი", - განაცხადა მაისურაძემ.
რაც შეეხება რკინიგზის ისრული გადამყვანების პროექტით საპარტნიორო ფონდის დაინტერესებას, როგორც მაისურაძე განმარტავს, ფონდი პროექტში თანამონაწილეობას მას შემდეგ გეგმავს, რაც წარმოების პროცესი უკრაინიდან საქართველოში გადმოინაცვლებს.
"საპარტნიორო ფონდი ჯერ-ჯერობით არაფერს ხარჯავს, ფულს მხოლოდ და მხოლოდ უკრაინა დებს. "საქართველოს რკინიგზა" კი არის პარტნიორი, რომელიც ამ გამოცდების მერე საქართველოს ტერიტორიაზე ამ საწარმოს პარტნიორი იქნება. საქართველოში ქარხნის მშენებლობის დაწყება შესაძლებელი იქნება პროექტის დაწყებიდან სავარაუდოდ, ერთი წლის შემდეგ. ეს ტოპთანამედროვე, ექსპორტზე ორიენტირებული წარმოება იქნება", - აღნიშნა მან.
პროექტის საგამოცდო რეჟიმში ამოქმედება უკრაინულ მხარეს ნახევარ მილიონ დოლარამდე დაუჯდება.