საქართველოს მთავრობა ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო პერიოდული ტესტირების (ტექდათვალიერება) ამოქმედების მიზნით საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის თაობაზე ინტერესთა გამოხატვას აცხადებს. ამის შესახებ განცხადება ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ინტერესთა გამოხატვა მონაწილეობის მიღება შეეძლება ყველა საერთაშორისო კომპანიას, რომელსაც ექნება ევროკავშირის ქვეყნებში ტექდათვალიერების დანერგვის გამოცდილება.
ინტერესთა გამოხატვის წარდგენა მოხდება დალუქული კონვერტების ეკონომიკის სამინისტროში 8 დეკემბრის ჩათვლით.
„შეფასების პროცესი წარიმართება შესაბამისი სამთავრობო კომისიის მიერ, რომელიც გამოავლენს გამარჯვებულს. საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობა მიიღებს. ჩვენი მზიანია, რომ საქართველოში გვქონდეს გამჭვირვალე და ხარისხზე ორიენტირებული თავისუფალი ბაზარი, ამიტომ მივესალმებით ყველა ინვესტორის შემოსვლას, რომელიც დააკმაყოფილებს სტანდარტებს“,- განაცხადა ქუმსიშვილმა.
ეკონომიკის სამინისტრის ინფორმაციით, ტექნიკური დათვალიერების რეფორმა 30 მილიონი დოლარი დაჯდება და ამ პროცესში 1000-მდე ადამიანი გადამზადდება, რომლებიც ტექნიკური დათვალიერებას განახორციელებენ.
დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, საქართველოს რეგიონებში ჩატარდება კვლევა, რომელიც გამოავლენს, რამდენი სადგურია საჭირო თითოეულ მათგანში ტექდათვალიერების განსახორციელებლად.