საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი წელს ჟურნალ-გაზეთებში 65 000 ლარს დახარჯავს. ადგილობრივი პრესის გარდა, ტექნიკური უნივერსიტეტი ინგლისურენოვან და კიდევ უფრო მეტ რუსულენოვან ჟურნა-გაზეთს შეისყიდის. მათ შორის, „The Economist“, „OK”, Вечерный Тбилиси, Власть, ТЕЛЕ-СПУТНИК და სხვა. შესასყიდი ჟურნალ-გაზეთების რაოდენობიდან გამომდინარე, სტუ-ში უპირატესობას ანიჭებენ ახალ ამბებს. გადახდილის საფასურად პროფესორ-მასწავლებლებმა 1848 ცალი „რეზონანსი“, 1526 „საქართველოს რესპუბლიკა“, 1584 ცალი „ახალი თაობა“, 220 „ასავალ-დასავალი“, „სარკე“, „თბილისელები“, „გზა“, “ცისკარი“ და სხვა, უკლებლივ ყველა პროფილის ათასობით ჟურნალ-გაზეთი 2019 წლის 1 მარტამდე უნდა მიიღონ.
აღნიშნული შესყიდვა ღირებულიდან გამომდინარე ჟურნალ-გაზეთების ლოტისთვის უპრეცენდენტოა. მაგალითად, საქართველოს პარლამენტის აპარატი ჟურნალ-გაზეთებში 7 400 ლარს დახარჯავს, მთავრობის ადმინისტრაცია - 3 840 ლარს, თბილისის მერია - 4 900 ლარს.