Home
Category
TV Live Menu

ტექნოლოგიურ პარკში საქართველო-სლოვაკეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართება

574bcf6a0ad6e
BM.GE
30.05.16 09:27
1078
12:20 საათზე, საქართველოს ტექნოლოგიურ პარკში გაიმართება საქართველო-სლოვაკეთის ბიზნეს ფორუმი, რომელსაც გახსნიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანდრეი კისკა.
 
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს საინვესტიციო გარემოს პრეზენტაცია. ფორუმის ძირითადი განსახილველი თემებია: ენერგეტიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ტრანსპორტი, ლოჯისტიკა, ინფრასტრუქტურა და ვაჭრობა.

ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს ეროვნული საინვესტიციო საგენტო, სლოვაკეთის ინვესტიციების და ვაჭრობის განვითარების სააგენტო, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია. ფორუმის პარტნიორია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა.

Subscribe to our news

Get the main news of the day