Home
Category
TV Live Menu

ტექნოპარკის საერთო სამუშაო სივრცეში განსათავსებლად ტექნოლოგიური კომპანიების შერჩევა დაიწყო

5874d30914376
BM.GE
10.01.17 16:24
975
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ ტექნოპარკის საერთო სამუშაო სივრცეში განსათავსებლად ტექნოლოგიური კომპანიების შერჩევა დაიწყო.
საერთო სამუშაო სივრცე ტექნოპარკის ერთერთი სერვისია, რომელიც სტარტაპებს უფასო საოფისე ფართს სთავაზობს. სამუშაო მაგიდებს ან იზოლირებულ ოთახს კონკურსის წესით შერჩეული დამწყები ბიზნესმენები 3-დან 12 თვემდე დაიკავებენ და თანაც სრულ განაკვეთზე შეეძლებათ მუშაობა.განცხადების მიღების ბოლო ვადა 20 იანვარია. მონაწილეთა გასაუბრება კი გაიმართება 20-იდან 30 იანვრამდე.

„საერთო სამუშაო სივრცის წევრებს ტექნოპარკი სხვა მომსახურებებსაც სთავაზობს. მათ აქვთ წვდომა ბიზნეს ინკუბატორის წევრებთან, სხვადასხვა სფეროს სპეციალისტებთან. ხვდებიან ყველაზე წარმატებულ და გამოცდილ მენტორებს, რაც ხელს უწყობს მათი ბიზნესისა და პროფესიონალურ განვითარებას. რეზიდენტებისთვის ხშირად იგეგმება გაცნობითი სახის ღონისძიებები სტარტაპ საზოგადოებასთან, სხვადასხვა ტიპის ტრენინგები და პრეზენტაციები.

ტენოპარკის საერთო სამუშაო სივრცის წევრ სტარტაპებს ეძლევათ საშუალება გამოიყენონ ტექნოპარკში არსებული Intel-ის, HP-ისა და Samsung-ის შოურუმები, მათში განთავსებული მაღალტექნოლოგიური ტექნიკა და გატესტონ, დაამუშაონ, გააუმჯობესონ თავიანთი ინოვაციური პროდუქტი. გუნდის წევრებისათვის ტექნოპარკის ფაბლაბის კარებიც ღიაა, იმისათვის, რომ შეძლონ ნებისმიერი სახის პროტოტიპირება. მათ, ასევე საშუალება აქვთ გამოიყენონ სატრენინგო ოთახების, საკონფერენციო დარბაზის რესურსი და ბიზნეს კონსულტანტების მომსახურება. სტარტაპებს კონსულტაციებს ტექნოპარკში მუდმივად განთავსებული კომპანიები- საქპატენტი, დელოიტი და მართვის აკადემია გაუწევს“,- აცახდებენ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში.

Subscribe to our news

Get the main news of the day