Home
Category
TV Live Menu

ტექნოპარკმა კორეის ტექნოპარკების ასოციაციასთან მემორანდუმი გააფორმა

5a5db09323836
BM.GE
16.01.18 11:55
726
14-17 იანვარს, საელჩოს ორგანიზებით, კორეის რესპუბლიკას სამუშაო ვიზიტით ეწვია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დელეგაცია, სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი ზვიადაძის ხელმძღვანელობით.

დელეგაციის წევრებმა შეხვედრა გამართეს კორეის რესპუბლიკის მეცნიერების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მომავლის დაგეგმვის სამინისტროში, ასევე ინოვაციური ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე კორეის წამყვან კომპანიებსა და ინსტიტუტებში. ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და კორეის ტექნოპარკების ასოციაციას შორის.

ხელმოწერის ცერემონია კორეის ერთ-ერთ უმსხვილეს დეჯონის ტექნოპარკში გაიმართა, რომლის დასრულების შემდგომ მხარეებმა განიხილეს ინოვაციური ტექნოლოგიების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები.

Subscribe to our news

Get the main news of the day