Home
Category
TV Live Menu

ტექნოპარკს ქისტი ბავშვები ესტუმრნენ

58da578fa95db
BM.GE
28.03.17 16:28
969
ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის საქართველოს ფილიალის ორგანიზებით და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების სააგენტოს მხარდაჭერით, ტექნოპარკს, 12-16 წლამდე ქისტი ბავშვები ეწვივნენ. ვიზიტის მიზანი იყო, ტექნოლოგიურ მიღწევებსა და ამ მხრივ, ჩვენს ქვეყანაში არსებულ რესურსებზე მათ თვის წარმოდგენის შექმნა.

სტუმრებმა დაათვალიერეს ტექნოპარკი და არსებულ მაღალტექნოლოგიურ შესაძლებლობებს გაეცნენ. ბავშვებს ჩაუტარდათ ასევე, littke bits და "ლეგო რობოტიკის" შემეცნებითი, სახალისო ვორქშოფები, რომელზეც ელექტორნიკის საწყისებსა და პროგრამირებას დაეუფლნენ.

PH International-ის საზოგადოების ჩართულობისა და თანამშრომლობის პროგრამა სამართლებრივი განათლებისთვის მერვე წელია ხორციელდება და მიზნად ისახავს არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენციას. ამ მიზნით, მათი ერთ-ერთი მიმართულებაა სათემო ინიციატივების კომპონენტი, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებზე გასცემენ გრანტებს, ახალგაზრდებისთვის სკოლისშემდგომი პროგრამებისა და სერვისების შესაქმნელად/შესათავაზებლად. წელს ორგანიზაციის ერთ-ერთი სამიზნე რეგიონია პანკისის ხეობა, კერძოდ დუისი, ჯოყოლო და მიმდებარე სოფლები.

Subscribe to our news

Get the main news of the day