Home
Category
TV Live Menu

ტექნოპარკს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო ეწვევა

58ca79655c9dd
BM.GE
16.03.17 15:38
1088
17 მარტს, 15:30სთ, ტექნოპარკს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო ეწვევა. სტუმარი დაათვალიერებს ტექნოპარკის სივრცეს და გაეცნობა ინოვაციების სააგენტოს პროგრამებსა და პროექტებს. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართება ინოვაციების სააგენტოს ხელმძღვანელობასთან, რომელიც შეეხება ორი ქვეყნის თანამშრომლობას ეკონომიკის, საგანმანათლებლო და კულტურის სფეროებში, ასევე საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს. შეხვედრას დაესწრებიან უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში -შანდორ საბო და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი.

უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი საქართველოს 16-18 მარტს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან; პრემიერ-მინისტრთან; პარლამენტის თავმჯდომარესთან, საგარეო საქმეთა, ენერგეტიკის და ინფრასტუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრებთან.

(R)

Subscribe to our news

Get the main news of the day