Home
Category
TV Live Menu

ტექნოპარკში ღონისძიება "ინოვაცია არქიტექტურაში 2016" გაიმართა (ფოტო)

5745e9e87d564
BM.GE
25.05.16 22:06
1219
არქიტექტურული ფორუმისა (Architectural Forum) და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ერთობლივი ორგანიზებით, ღონისძიება ”ინოვაცია არქიტექტურაში 2016” გაიმართა.

აღნიშნული ტიპის ღონისძიება საქართველოში უკვე მეორედ ტარდება. ღონისძიების მიზანი არქიტექტურის თანამედროვე, ინოვაციური ტენდენციების პოპულარიზაცია და აღნიშნული მიმართულებით, ქართველი სპეციალისტების ცოდნის და კონკურენტუნარიანობის გაზრდაა. ვორქშოპის, ფარგლებში გუნდებმა მიიღეს 600 ლარის ოდენობით თანხა ინსტალაციის შესაქმენლად. წლევანდელი ვორქშოპის თემა, ქალაქ თბილისში არსებული პრობლემებიდან გამომდინარე, ურბანულ საკითხებზე იყო დაკავშირებული.

პირველად საქართველოში ვიდეომასალის სახით მოხდება თბილისის მნიშვნელოვანი არქიტექტურული ჩარევების ასახვა დრონით. ამ საკითხზე ზრუნავს ბევრისთვის უკვე კარგად ცნობილი ვიდეო და ფოტოგრაფი Robbie RG commercial. სრული ვიდეომასალა გაეშვება 21 მაისს პროექტის გახსნაზე.

Subscribe to our news

Get the main news of the day