Home
Category
TV Live Menu

ტექსტილის საწარმო, რომელიც სამოსს NIKE, Puma-სა და New Balance-სთვის შეკერავს, სექტემბერში გაიხსნება

58de1fac8343e
კესო კაციტაძე
01.04.17 10:00
902
ტექსტილის საწარმო, რომელიც სამოსს NIKE, Puma-სა და New Balance-სთვის დაამაზდებს, სექტემბერში გაიხსნება. 

როგორც საქმის კურსს "აჭარის ტექსტილის" ფინანსურმა დირექტორმა განუცხადა, საწარმოს მშენებლობა ფოთში სექტემბრის დასაწყისში დასრულდება. ბიზნეს პროექტის განხორციელება პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მოხდა.

"აჭარა ტექსტილი" თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან, როგორებიცაა: Nike, Puma, Lotto, Erima ხოლო, ახლო მომავალში დამკვეთი კომპანიების რიცხვს შეემატება New Balance და Under Armour.

კომპანია 100%-ით ექსპორტზეა ორიენტირებულია, კერძოდ კი საწარმოში დამზადებული პროდუქცია იგზავნება თურქეთში არსებული კომპანიის სათაო ოფისში, საიდანაც ხდება პროდუქციის გადანაწილება მსოფლიოს მაშტაბით.

Subscribe to our news

Get the main news of the day