Home
Category
TV Live Menu
Loading data...

„ტერაბანკი“ ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს

BM.GE
22.11.22 10:11
118
"ტერაბანკის" მიერ მხარდაჭერილი კიდევ ერთი ბიზნეს ისტორიის დროა. კომპანია "აგროინვესტზე" უნდა მოგიყვეთ, რომელიც მარნეულის სოფელ ხაიშში მდებარეობს და ერთწლიანი კულტურების, მათ შორის ხორბლის, სიმინდის, ქერის, ხახვის წარმოებით არის დაკავებული. კომპანია ჯამში 200 ჰექტარ მიწას ფლობს. აღსანიშნავია რომ "აგროინვესტმა" სახელმწიფოს მიერ საგრანტო პროგრამის დახმარებით და "ტერაბანკის" დაფინანსებით საკუთარი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა შეიძინა, ამასთან მან ბანკის ფინანსური მხარდაჭერით სარწყავად 6000 ტონიანი აუზი გააკეთა და სასაწყობო მეურნეობაც მოაწყო. კომპანიის პორტფელში "ტერაბანკის" დახმარებით კიდევ ერთი პროექტია მიმდინარე. აღსანიშნავია ისიც, რომ "აგროინვესტმა" სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერითაც ისარგებლა, კერძოდ, სააგენტოს საშუალებით ბიზნესმა პროცენტის სუბსიდირებით და გირაოში თანამონაწილეობით ისარგებლა.

Subscribe to our news

Get the main news of the day