Home
Category
TV Live Menu
Loading data...

“ტერაბანკი” ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს

BM.GE
02.12.22 09:20
130
კომპანია Georgian natural products-ი ბაზარზე 2005 წელს გამოჩნდა, თუმცა არა ამ ბრენდით. მაშინ კომპანიას არც ამდენი დასახელების პროდუქტი ჰქონდა. წლებთან ერთად წარმოება განვითარდა, ასორტიმენტიც უფრო მრავალფეროვანი გახდა და მომხმარებლის სურვილებსა და საჭიროებას მაქსიმალურად მოერგო. 17 წლის შემდეგ, დღეს უკვე კომპანიის საკონსერვო პროდუქცია თითქმის ყველა მაღაზიის დახლზე დაგხვდებათ და Georgian natural products-ი ექსპორტსაც აქტიურად ახორციელებს. კომპანია გაფართოვდა და ახლა უკვე ახალი საწარმოც აამოქმედეს. ამ გეგმის განხორციელებაში მთავარი წვლილი ტერაბანკს მიუძღვის. კომპანია ამ დროისთვის სესხის სრული ვადით პროცენტის სუბსიდირებითა და გირაოში თანამონაწილეობით სარგებლობს. გარდა ტერაბანკისა კომპანია სააგენტო აწარმოე საქართველოში და სოფლის განვითარების სააგენტოს დახმარებითაც სარგებლობს.

ილია ზედელაშვილი - Georgian natural products-ის დამფუძნებელი;

Subscribe to our news

Get the main news of the day