Home
Category
TV Live Menu

ტერეზა მეი: სირთულეებისთვის უნდა მოვემზადოთ, ბრიტანეთს რთული პერიოდის გავლა მოუწევს

57cbde1c5dff6
BM.GE
04.09.16 12:30
1233
"მიუხედავად იმისა, რომ პირველადი ეფექტი არ არის დიდი, ბრიტანეთის ეკონომიკას ევროკავშრის დატოვება დიდ ზარალს მიაყენებს“, - განაცხადა ქვეყნის პრემიერმა ტერეზა მეიმ. „წინ რთული პერიოდია“, - აღნიშნა მეიმ G20-ის სამიტზე გამგზავრების წინ, სადაც ერთ-ერთი განსახილველი საკითხი, როგორც ცნობილი ხდება სწორედ ბრიტანეთის BREXIT იქნება.

"ეკონომიკის რეაქცია რეფერენდუმის შედეგებზე, ჩემი აზრით იმაზე უკეთესი იყო, ვიდრე პროგნოზირებდნენ. თუმცა არ ვთვლი, რომ ყველაფერი სამომავლოდაც ასეთი მარტივი იქნება. ხალხს სურს დაინახოს ახალი შესაძლებლობები, მათ შორის ახალი საუშაო ადგილები, ამიტომ თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმებები ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ქვეყანა სირთულეებისთვის უნდა მოემზადოს, თუმცა ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“, - განაცხადა მეიმ.

რაც შეეხება შოტლანდიის საკიტხს, მეის განცხადებით, ზაფხულში ჩატარებულმ ასამუშაოებმა აჩვენა, რომ შოტლანდიას ახალი რეფერენდუმი აღარ სურს.

Subscribe to our news

Get the main news of the day