თბილისში ჰაერი ყველაზე მეტად დაბინძურებული მელიქიშვილისა და ნიკოლაძის ქუჩების კვეთაშია. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა თამარ ბაგრატიამ „საქმიანი დილის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
გადაცემაში მან გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰაერის დაბინძურების აგვისტოს თვის მონიტორინგის შედეგებზე დეტალურად ისაუბრა.
თბილისში ჰაერის ყველაზე მაღალი დაბინძურება ფიქსირდება ასევე: მეტროსადგურ „დელისთან“, ვაჟა ფშაველასა და ტაშკენტის ქუჩის გადაკვეთაზე, გოძიაშვილისა და თოფურიას ქუჩების გადაკვეთაზე, პირველ სკოლასთან, თავისუფლების მოედანზე, აგლაძისა და სამრედიის ქუჩების კვეთაზე, მეტროსადგურ „ავლაბართან“, რუსთაველის გაზმირსა და ავტოსადგურ „ოკრიბას“ მოპირდაპირე მხარეს.
თამარ ბაგრატიას ინფორმაციით, საქართველოში ჰაერის ყველაზე მაღალი დაბინძურება თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში ფიქსირდება.
მისივე თქმით, ყველაზე პრობლემურ დამაბიძნურებლებს შორის მყარი შეწოვილი ნაწილაკები ანუ მტვერი ითვლება.