Home
Category
TV Live Menu

თერჯოლაში ქვის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნება

59c398d7738f3
BM.GE
21.09.17 14:45
1151
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ინდუსტრიული მიმართულების ფარგლებში მხარდაჭერილი ბენეფიციარების რიცხვს კიდევ ერთი კომპანია, შპს "სვეტი" შეემატა, რომელიც ქვის გადამუშავებას გეგმავს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, "აწარმოე საქართველოში" ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში კომპანიამ უახლესი ტექნოლოგიის დანადგარები შეიძინა, რაც მას საშუალებას მისცემს ბაზარს მაღალხარისხიანი პროდუქცია მიაწოდოს.

"შპს "სვეტი", რომელიც 2018 წლის მარტის თვეში გაიხსნება, საკუთარი პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე აპირებს. საწარმოს ამოქმედების პირველ ეტაპზე კი კომპანია 20 ადამიანის დასაქმებას შეძლებს.

საწარმო თერჯოლის რაიონის სოფელ ჭოგნარში მდებარეობს და პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით, კერძოდ, სალიზინგო პროგრამით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას სსიპ „აწარმოე საქართველოში" განახორციელებს. სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 750 000 ლარს შეადგენს",- ნათქვამია განცხადებაში.

Subscribe to our news

Get the main news of the day