Home
Category
TV Live Menu

ტერორიზმის გავლენა ევროპის ეკონომიკაზე

599ab0e041a20
BM.GE
21.08.17 14:05
917
ტერორისტულ აქტებს გამოუსწორებელ დანაკარგები მოაქვთ. ამის შესახებ სტატიას BBC აქვეყნებს. გამოცემის ცნობით, ექსტრემისტების თავდასხმები ეკონომიკასაც დიდ ზიანს აყენებს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ტერორისტული შეტაკებების შედეგები ეკონომიკაზე პირდაპირ და არაპირდაპირ აისახება, - აღნიშნულის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრები ჯერ კიდევ 2005 წელს აცხადებდნენ.

პირდაპირი ზარალი შენობების დაზიანებასა და ნგრევას, ინფრასტრუქტურის განადგურებას და უსაფრთხოების ხარჯების ზრდას მოიცავს. მოკლევადიანი ზარალი ძირითადად ადგილობრივ ბაზრებზე აისახება და ფრენების, სასტუმროებისა და რესტორნებისგან მიღებული შემოსავლების შემცირებით გამოიხატება. დანაკარგები ორ ინდუსტრიაში იქმნება: ტურიზმსა და დაზღვევაში, რომელთა დანაკარგების მოცულობაც ტერორისტული თავდასხმის მასშტაბებზეა დამოკიდებული. მაგალითად, 2001 წლის 11 სექტემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად სადაზღვევო კომპანიებს თითქმის 40 მილიარდი აშშ დოლარის გადახდა მოუწიათ.

სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ ბარსელონაში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, გაცვლითი აქციები ევროპულ ბირჟებზე მცირედ დაეცა - ესპანეთის ინდექსი IBEX 35, ისევე როგორც ბრიტანეთის FTSE 100 1%-ით დაეცა, ხოლო გერმანიის ინდექსი DAX 0.5%-ით გაუფასურდა. ევროპული მაჩვენებლების მცირე ვარდნა მსოფლიო ფინანსურ ბაზრებზე საერთო სურათს შეესაბამება - ფასიანი ქაღალდები უფრო იაფდება, მათ შორის აშშ-სა და აზიის ქვეყნებშიც.

ტერორისტული თავდასხმები, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს იმ ევროპულ კომპანიებზე, რომლებიც ტურიზმთან არის დაკავშირებული. მაგალითად, ესპანეთში მომხდარი ტერორისტული აქტის შემდეგ, 18 აგვისტოს დღის მეორე ნახევარში ავიაკომპანიების Air France- ს ფასიანი ქაღალდები 2.9%-ით, Ryanair -ის - 2.6%-ით, ხოლო Lufthansa-ის - 1.7% -ით დაეცა. ასევე 2%-ით გაუფასურდა ესპანური სასტუმროების ქსელის Melia Hotels ფასიანი ქაღალდები, ხოლო სუპერმარკეტების ქსელის Distribuidora Internacional de Alimentacion აქციები 2.5% -ით დაეცა.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის მარტში ბრიუსელში მომხდარ ტერორისტული აქტის შედეგად ქალაქის ეკონომიკამ დაახლოებით ერთი მილიარდი ევრო დაკარგა.
ევროპაში განხორციელებული ტერორიზმიდან ყველაზე დიდი ზარალი საფრანგეთის ტურისტულმა ინდუსტრიამ მიიღო, რომელიც მანამდე ტურისტების მასშტაბით მსოფლიოში გამორჩეული იყო. საფრანგეთში 2015-2017 წლებში სამი დიდი ტერორისტული აქტი მოხდა, რომელმაც 233 ადამიანი იმსხვერპლა. თავდასხმები პარიზისა და ნიცის ტურისტულ ზონებში მოხდა.

ბოლო სამი წლის განმავლობაში ევროკავშირში ტერორიზმის ზრდა ფიქსირდება და თავდასხმებისგან თავის ასარიდებლად, მკვლევარები ხშირად იხსენებენ ისეთ არაპირდაპირ ეფექტს, როგორიც შენგენის ტერიტორიაზე სასაზღვრო კონტროლის შესაძლო გამკაცრებაა. ამ ღონისძიების შედეგები კი შეიძლება საკმაოდ სერიოზული იყოს. რამდენადაც ევროპის სასაქონლო ბრუნვის სამი მეოთხედი სატვირთო გადაზიდვებზეა დამოკიდებული, ასეთი ზომები ვაჭრობის მოცულობაზე აუცილებლად იმოქმედებს. სასაზღვრო კონტროლის გამკაცრების შემდეგ, რამდენიმე კვლევა გამოიცა, რომელშიც ეკონომისტები ცდილობდნენ შენგენის ზონის დაშლის შემთხვევაში დანაკარგები შეეფასებინათ.

კვლევითი ჯგუფი CESifo მიიჩნევს, რომ ევროკავშირის საზღვრებზე გამარტივებული ინსპექტირების სრული გაუქმება, საქონლის წლიურ ბრუნვას 220 მილიარდი აშშ დოლარით შეამცირებს.

საფრანგეთის მთავრობის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საზღვართან კონტროლის აღგენა ევროკავშირის წლიური მშპ-ის მაჩვენებელს 0.8%-ით 100 მილიარდი ევროთი შემცირებს.

გერმანული ინსტიტუტის Bertelsmann Stiftung შეფასებით, შენგენის ზონის პოტენციური დაშლით გამოწვეული ზარალი 10 წლის განმავლობაში 470 მილიარდ ევრო იქნება.


Subscribe to our news

Get the main news of the day