Tesco ბანკმა ონლაინ თავდასხმის შემდეგ, რომლის შედეგადაც თავდამსხმელებმა 20 ათასი მომხმარებლის ანგარიში გატეხეს, ელექტრონული ტრანზაქციები შეაჩერა. როგორც ბანკის წარმომადგენელი განმარტავს, გადაწყვეტილება მომხმარებლების დასაცავად მიიღეს.
მიუხედავად ონლაინ ტრანზაქციების შეჩერებისა, ბანკის კლიენტებს საკუთარი ფულით სარგებლობა ბარათების და ჩიპების მეშვეობით შეეძლებათ.
თავდასხმამდე რამდენიმე დღის განმავლობაში დაახლოებით 7 ათასამდე მომხარებელმა მიუთითა, რომ მათი ანგარიშებიდან დაახლოებით 600 ფუნტამდე ოდენობის თანხა გაქრა.