კომპანია Tesla მსოფლიოში მზის პანელების მწარმოებელ უნსხვილეს კომპანია SolarEnergy-ს 2,6 მილიარდ დოლარად შეიძენს.
ელონ მასკი აქამდე კომპანიის 22%-ს ფლობდა. მას მსოფლიოში ყველაზე „ინტეგრირებული განახლებადი ენერგიის კომპანიის“ შექმნა სურს.
კომპანიებმა შეთანხმების შესახებ დღეს განაცხადეს.
შედეგად მზის პანელები, ელექტრონული ავტომობილები და ელემენტის შემნახველი სისტემები ერთი ბრენდის ქვეშ გაიყიდება.
მას შემდეგ რაც Tesla-მ პირველად გამოთქვა სურვილი SolarCity-ს შეძენაზე, კომპანიის აქციების ფასი 7%-ით გაიზარდა.