Home
Category
TV Live Menu

Tesla მზის პანელებიანი სახურავების გაყიდვას იწყებს

59140919de39c
BM.GE
11.05.17 10:45
899
Tesla-ს სახლის მზის პანელებიანი სახურავების ფასი ერთ კვადრატულზე 21,8 დოლარი იქნება. ფასი იმაზე დაბალია ვიდრე პროგნოზირებული იყო, ამიტომ კომპანიის აქციების ფასი 1%-ით გაიზარდა.

პირველ ეტაპზე Tesla-მ ორი განსხვავებული სტილის სახურავები წარადგინა. ამასთან, კომპანიამ მზის პანელებიანი სახურავების ე.წ. კალკულატორიც წარადგინა, რომელიც მომხმარებელს ინსტალაციის ფასის გამოთვლაში ეხმარება.

სახურავების წარმოება კალიფორნიაში მოხდება, კომპანიის ხელმძღვანელის განცხადებით, საწყის ეტაპზე ლიმიტირებული რაოდენობის პროდუქცია გაიყიდება.

სახურავებს ენერგიის წარმოების 30 წლიანი გარანტია ექნებათ. Tesla სახურავების მონტაჟის სრულ პროცესს უზრუნველყოფს, მათ შორის ძველი სახურავების დემონტაჟს და ტექნიკურ უზრუნველყოფას.

Subscribe to our news

Get the main news of the day