Home
Category
TV Live Menu

Tesla უპილოტო სატვირთო ავტომობილს გამოუშვებს

598d796ac9dc9
BM.GE
11.08.17 13:30
822
კომპანია Tesla სატვირთო ელექტრო ავტომობილს ავითარებს, რომელსაც უპილოტო რეჟიმში შეეძლება გადაადგილება, - აღნიშნულის შესახებ ნევადას შტატის საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტისა (DMV) და Tesla-ს მიმოწერაზე დაყრდნობით ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

მიმოწერა ადასტურებს, რომ Tesla კომერციული ტრანსპორტის კონკურენტუნარიან სეგმენტში შესასვლელად ემზადება. ცნობილია, რომ ამ მიმართულების პროექტებზე Uber Technologies-ი, Alphabet-ი და Waymo-ი მუშაობენ.

სატვირთო ავტომობილის გამოშვებაზე ილონ მასკი ჯერ კიდევ გასულ წელს საუბრობდა, ხოლო მიმდინარე წლის ივნისში მან თავის ოფიციალურ ტვიტერზე დაწერა, რომ Tesla თავის პირველ სატვირთო ავტომობილს სექტემბერში წარადგენს. თუმცა, აქამდე ის, რომ სატვირთო ავტომობილი უპილოტო ტექნოლოგიით იქნებოდა აღჭურვილი ცნობილი არ ყოფილა.

ილონ მასკმა ჯერ კიდევ 2016 წლის ოქტომბერში განაცხადა, რომ კომპანია ახალი პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირებას დაიწყებს, რომელის მეშვეობითაც ყველა ავტომობილი უპილოტო იქნება.

Subscribe to our news

Get the main news of the day