Home
Category
TV Live Menu

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების ახალი პროექტი "სოფლის მდგრადი განვითარება" იწყება

58ededa5c3084
BM.GE
12.04.17 13:01
724
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ქვემო ქართლის რეგიონში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების ახალი პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ პრეზენტაციას დაესწრო.

პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივი, სამოქალაქო, საჯარო და კერძო სექტორის ეფექტიანი თანამშრომლობის გზით, ხელი შეუწყოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ცხოვრების დონის გაუმჯობესებას.

მისასალმებელ სიტყვაში მინისტრის პირველმა მოადგილემ პროექტის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და ყურადღება სოფლის განვითარების პრიორიტეტულობაზე გაამახვილა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების (LAG) ფორმირების პროცესი იწყება. აღნიშნული სამოქმედო ჯგუფები, სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში, მიზნობრივი პროექტების შემუშავებაზე იმუშავებენ.

აღნიშნული პროექტი ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის (ENPARD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ღონისძიებას ევროკავშირის დელეგაციის წევრები, ადგილობრივი მოსახლეობისა და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Subscribe to our news

Get the main news of the day