ქარიშხალი "ჰარვის" შედეგების ლიკვიდაციისთვის შტატს ასტრონომიული თანხა, დაახლოებით $180 მლრდ დაჭირდება, - განაცხადა ტეხასის გუბერნატორმა გრეგ ებოტმა.
გუბერნატორმა დააკონკრეტა, რომ "ჰარვიმ“ უფრო მეტი ზარალი მოიტანა, ვიდრე ქარიშხალმა „კატრინამ“, რომელიც 2005 წელს ქალაქ ახალ ორლეანს დაატყდა თავს.
საგანგებო სიტუაციების ფედერალური სააგენტოს მეთაურმა, ბროკ ლონგმა კი განაცხადა, რომ წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ შტატებს იმედი არ უნდა ჰქონდეთ, რომ მათ ხარჯებს ვაშინგტონი გაისტუმრებს. „ქარიშხალი "ჰარვი", ადგილობრივი ჩინოვნიკებისთვის განგაშის ზარი უნდა გახდეს", - განაცხადა ვაშინგტონელმა ჩინოვნიკმა.
დამანანგრეველი ქარიშხალი "ჰარვი", ტეხასს გასულ კვირას დაატყდა თავს და მინიმუმ 47 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 43 ათასი ადამიანი სახლის გარეშე დარჩა და ამჟამად დროებით თავშესაფრებში ცხოვრობს.
აშშ-ის მთავრობამ უკვე მოთხოვა კონგრესს $7.85 მლრდ პირველადი ხარჯების გასასტუმრებლად. ტეხასის გუბერნატორმა ამ თანხას "პირველადი შენატანი" უწოდა.