Home
Category
TV Live Menu

The Biltmore Hotel Tbilisi-ის გახსნის გამო, საავტომობილო გადაადგილებაზე შეზღუდვები იმოქმედებს

579e0186d7cda
BM.GE
31.07.16 17:42
1297
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, რომ 31 ივლისს, თბილისში, სასტუმრო The Biltmore Hotel Tbilisi-ის გახსნის ღონისძიებასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 14:00 საათიდან თაბუკაშვილის ქუჩის ერთი მონაკვეთი - ლაღიძის ქუჩიდან ელბაქიძის დაღმართის მიმართულებით - ორმხრივად დაიკეტება.

18:00 საათიდან რუსთაველის გამზირი დაიკეტება ერთი მიმართულებით - თავისუფლების მოედნიდან ვარდების მოედნისკენ. ასევე, სრულად დაიკეტება ვარდების მოედანი. თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ მოძრავი ავტომანქანები იმოძრავებენ პუშკინის ქუჩის გავლით სასურველი მიმართულებით.

Subscribe to our news

Get the main news of the day