ქლაბერებმა ლონდონი და ბერლინი დაივიწყეს - საცეკვაო ადგილი დღეს აღმოსავლეთ ევროპაა, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი.
სტატიის ავტორის თქმით, მაშინ, როდესაც ლონდონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და პოპულარული კლუბი „ფაბრიკა“ დაიხურა, ლონდონის კლუბური კულტურა ნელ-ნელა კვდება. ამასობაში კი ქლაბერებმა ნელ-ნელა აღმოსავლეთ ევროპისკენ გადმოინაცვლეს.
The Guardian-ი აღმოსავლეთ ევროპაში მდებარე პოპულარულ კლუბებზე წერს, რომელთა შორისაც 2 ქართული კლუბი მოხვდა.
ერთ-ერთია „თბილისი მტკვარზე“, რომელზეც The Guardian-ი წერს, რომ ეს არის ყოფილი თევზის რესტორანი, რომელიც ღამის კლუბად გადაკეთდა და მდინარე მტკვარზე მდებარეობს.
სტატიაში საუბარია კლუბ „ბასიანზეც“. როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს თბილისში შესაძლებელია ბერლინური კლუბის Berghain-ის მსგავსი ადგილის მოძებნა და სწორედ ესაა „ბასიანი“.
გამოცემა ქართულ კლუბებს „90-იანი წლების ბერლინურ“ კლუბებს ადარებს.
გამოცემა წერს, რომ კლუბი Luzztro ვარშავაში, ასევე ARMA17 მოსკოვში ერთ-ერთი საუკეთესო გასართობი ადგილებია აღმოსავლეთში.
„ამ ქალაქებისთვის დამახასიათებელია ყველა ის ჯადოსნური ინგრედიენტი, რაცაც თავის დროზე აღმოსავლეთ ბერლინში ქლაბინგის განვითარებას შეუწყო ხელი: იაფი იჯარა, დიდი სივრცე, უმოქმედო კომუნისტური დროის შენობები და კრეატიული, გონებამახვილი ადამიანები“,- წერს The Guardian-ი.