Home
Category
TV Live Menu

The Guardian: რატომ არის საქართველო ღვინის ინდუსტრიის ჰაბი

5a996b279df0b
BM.GE
03.03.18 13:00
752
ბრიტანული სააგენტო The Guardian საქართველოზე, როგორც ღვინის ინდუსტრიის ჰაბზე ვრცელ სტატიას ქვეყნებს.

სტატიაში საქართველო, ღვინის უძველესი კულტურის მქონე ქვეყნადაა მოხსენიებული, ასევე ხაზი აქვს გასმული მის ტურისტულ პოტენციალს და დედაქალაქ თბილისში არსებულ კაფე-ბარებსა და სასტუმროებს.

The Guardian მოიხსენიებს კახეთს, როგორც ღვინის წარმოების ცენტრალურ რეგიონს და ქვევრს, როგორც მის მთავარ სიმბოლოს. სააგენტო ასევე წერს ქართველ მეღვინეებზე, რომლებიც ძველი წესით თანამედროვე ღვინის დაყენებას ცდილობენ. საქართველო მოხსენიებულია როგორც პატარა, მაგრამ მზარდ ქვეყანად, ქართული ღვინოები კი აუცილებელ შემადგენელ ნაწილად მსოფლიოს საუკეთესო რესტორნებისა და ღვინის მაღაზიებისთვის.

Subscribe to our news

Get the main news of the day