Home
Category
TV Live Menu

The Guardian რქაწითელს 6 საუკეთესო ღვინოს შორის ასახელებს

578dbe60d8729
BM.GE
19.07.16 09:44
1195
ბრიტანული გამოცემა The Guardian საკვების და ღვინის კომბინაციაზე სტატიას აქვეყნებს. გამოცემა მკითხველს იმ კერძებს და სამზარეულოს აცნობს, რომელიც სხვადასხვა სახის ღვინოსთან კომბინაციაში განსაკუთრებით გემრიელია.

სტატიის ავტორი 6 საუკეთესო ღვინოსაც ასახელებს, რომელიც საკვებთან კომბინაციაში განსაკუთრებით გემრიელია.

ექვსეულში მოხვდა კახური რქაწითელიც. გამოცემა წერს, რომ 2013 წელს ჩამოსხმული რქაწითელი განსაკუთრებით გემრიელი ახლო აღმოსავლეთის თანამედროვე კერძებთან კომბინაციაშია.

ქართულ ღვინოსთან ერთად სტატიაში მოხვდა ბერძნული, ფრანგული, ახალ ზელანდიური და ლიბიური ღვინო.

Subscribe to our news

Get the main news of the day