Home
Category
TV Live Menu

"თი ბი სი" ბანკში სესხების 10%-ზე ნაკლები გალარდა

58ad94f0db7b2
ელენე გოგბერაშვილი
22.02.17 17:39
1168
საბანკო სექტორი გალარების პროგრამის ტემპით კვლავ უკმაყოფილოა. როგორც "თი ბი სი" ბანკის გენერალური დირექტორი აცხადებს, ბოლო კვირის განმავლობაში სესხების გალარების ტემპი გაიზარდა, თუმცა ეს 10%-ზე ნაკლებია.

"არც ეხლა ვარ კმაყოფილი, თუმცა შედარებით უკეთესი მდგომარეობაა. ბოლო ერთი კვირის განვალობაში გალარებული სესხების რაოდენობა იზრდება. გუშინ გვქონდა რეკორდული დღე. რაოდენობრივად და მოცულობით გაიზარდა, თუმცა ეს არის დაახლოებით 10%-ზე ნაკლები. მოლოდინი გვაქვს, რომ მარტში გაცილებით მეტი აქტივობა იქნება. ინფორმირებულობის პრობლემა არ არსებობს. მოტივაციის სისტემები მუშაობს და მარტში დავინახავთ ამ შედეგებს", - განუცხადა ბუცხრიკიძემ "ბიზნესკონტრაქტს".

Subscribe to our news

Get the main news of the day