Home
Category
TV Live Menu

"თი ბი სი ჯგუფი" მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტში 70 მილიონი დოლარის ინვესტიციას დებს

5796f58f3502a
ელენე გოგბერაშვილი
25.07.16 18:02
1065
"თი ბი სი ჯგუფი" მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტში 70 მილიონი დოლარის ინვესტიციას დებს. პროექტი თამარაშვილის ქუჩაზე იმ შენობაში განხორციელდება, სადაც ადრე ,,თი ბი სი ბანკის’’ სათაო ოფისი უნდა გადასულიყო. როგორც "თი ბი სი ჯგუფის" პრეზიდენტმა, მამუკა ხაზარაძემ "ბიზნესკონტრაქტს" განუცხადა, ამ ეტაპზე კომპლექსის პროექტირება დასრულების ეტაპზეა.

"სავაჭრო კომპლექსის პროექტი გავაჩერეთ, რადგან იმ ადგილას გვინდოდა ,,თი ბი სი ბანკის’’ სათავო ოფისის აშენება. საბოლო ჯამში "თი ბი სი ბანკის" ოფისმა სხვა ადგილმდებარეობა ნახა. ახლა მიმდინარეობს პროექტირების დასრულება. ჩვენ საერთაშორისო კონკურსი ჩავატარეთ, გაიმარჯვა ჰოლანდიურმა კომპანიამ. პროექტის მოცულობა არის 70 მილიონი დოლარი და დაახლოებით შემოდგომაზე ჩვენ საზოგადოების წინაშე წარვსდგებით უნიკალური პროექტით ყველა პარამეტრით. ეს იქნება მწვანე კონცეფცია ყველა თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით", - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

Subscribe to our news

Get the main news of the day