2016 წლის სექტემბრის მდგომარეობით სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ბალანსზე 139 საწარმო ირიცხება, საიდანაც 17 მართვის უფლებით შესაბამის სამინისტროებს აქვს გადაცემული. საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს მოკვლევით, კანონმდებლობა ამ საწარმოებს ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის მხრივ არავითარ დამატებით ვალდებულებას არ აკისრებს. ამ საწარმოებზე საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებაც არ ვრცელდება და მათი წესდება არ შეიცავს არავითარ დებულებას , რომელიც უზრუნველყოფს საწარმოზე პოლიტიკური გავლენის პრევენციას.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევაში მოხვდა ისეთი მსხვილი სახელმწიფო საწარმოები, როგორებიცაა: საქართველოს ფოსტა, საპარტნიორო ფონდი, საქართველოს რკინიგზა, ნავთობისა და გაზის კორპორაცია, სახელმწიფო ელექტროსისტემა და ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი.