Home
Category
TV Live Menu

თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის გზის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები წლის ბოლოს დასრულდება

57a1a4a420b76
BM.GE
03.08.16 11:59
1256
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი სეთურიძემ თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის გზის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის სამშენებლო სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სამშენებლო-სარეაბილიტაციო მონაკევთი თიანეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებზე (ზარიძეები, ზემო ბუჭვინტა, ვერხველი, ზემო შარახევი, ზენამხარი, იარაჯულები, ივლიანთგორი, ლახატო, საკრეჭიო, ქვემო შარახევი, ხოფცა, ჯოჯეთი, ფუძნარი და ბოდავი) გადის. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი ფრაგმენტულად იყო შემორჩენილი, წყლის აცილების სისტემა კი მწყობრიდან გამოსული.

პროექტი ითვალისწინებს: ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებას, ხელოვნური ნაგებობების, 2 სახიდე გადასასვლელის, რკინა-ბეტონის მილების, კიუვეტების, საყრდენი კედლების და გაბიონების მოწყობას. ასევე, მოეწყობა ადგილობრივ გზებთან მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, ავტომობილების გასაჩერებელი მოედნები, საგზაო ნიშნები. გზა მოინიშნება და შემოიფარგლება ლითონის ბაგირით.

პროექტი სახლმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 22 მილიონ 408 ათას 691 ლარია. სამუშაოები 2014 წლის მაისში დაიწყო და 2016 წლის ბოლოს დასრულდება.

Subscribe to our news

Get the main news of the day