Home
Category
TV Live Menu
Loading data...

თიბისი აკადემიას რისკების მართვის მიმართულება დაემატა

BM.GE
27.11.20 10:41
509
“რისკი იზოლირებული არ არის. ის წინსვლის, განვითარების ნაწილია”, - ასეთი იყო ჩვენი დღევანდელი რესპონდენტის პასუხი ფორბსთან ინტერვიუში როცა ამ გაზაფხულზე ნინო მასურაშვილმა, საცალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელობა სხვას გადააბარა და თავად რისკების მიმართულებას ჩაუდგა სათავეში. ამავე ინტერვიუში ნინო ამბობს, რომ “რისკების მიმართულება ბიზნესს ეხმარება იმაში, რომ რაციონალური გადაწყვეტილება მიიღოს. ყველა რისკს ვერ გათვლი, მაგრამ შეგიძლია, პოტენციური რისკები შეაფასო, დათვალო და გააანალიზო”.

იმისთვის რომ უკეთ დათვალოთ და უკეთ გააანალიზოთ, თიბისი აკადემიას ახალი მიმართულება დაემატა. სივრცე სადაც ახალგაზრდებს ცოდნის გაღრმავების რეალური შესაძლებლობა აქვთ, თან უფასოდ სტუდენტების მიღებას რისკების მართვის მიმართულებით დაინტერესებულებისთვის იწყებს. კურსით დაინტერესებულებმა წინასწარ უნდა იცოდნენ, რომ სამთვიანი პროგრამის ფარგლებში მათთვის სპეციალური მენტორები იმუშავებენ და ამ დროში თეორიულ და პრაქტიკულ უნარებს აითვისებენ.

სტუმრები: ნინო მასურაშვილი - თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე, რისკების მართვის დირექტორი;
თაზო ლეჟავა - მოდელების რისკების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი;

Subscribe to our news

Get the main news of the day